• ენის არჩევა:
  • EN
  • GE
  • RU

ტურიზმის განვითარების ცენტრი ‘’ ნიუკასი’’

„ნიუკასი“ გახლავთ პროფესიული ტრეინინგ პროგრამების პროვაიდერი 2005 წლიდან.

2006 წელს კომპანიამ პარტნიორებთან ერთად დააარსა საქართველოს ტურისტული კომპანიების ასოციაცია (GTA) და აქტიურად დაიწყო მუშაობა შემომყვან ტურიზმზე. 

კომპანია აგრეთვე ამზადებს  კადრებს ტურიზმის სფეროში.  განსაკუთრებული გამოცდილება  „ნიუკასმა“ ტურისტული გიდების მომზადებითა და გადამზადებით შეიძინა.

კომპანიას აქვს კარგი გამოცდილება ბიზნეს-ტურიზმის (MICE Tourism) სფეროში, რაზეც მოწმობს 2019 წელს ჩატარებული კონგრესი - გიდების საერთაშორისო კონფერენცია.

ჩვენი ქცევის, ეთიკისა და კომუნიკაციის ტრეინინგ მოდულები, დიდი პოპულარობით სარგებლობს  ტურიზმის სფეროში,  დასაქმების მსურველთა შორის.

2010 წლიდან კი, ვანვითარებთ  გადამზადების ახალ მოდულებს დასაქმებისა და თვითდასაქმების  ხელშეწყობისათვის და აქტიურად ვართ ჩართული  დასაქმებისა და გადამზადების  სახელმწიფო პროგრამებში.

ტურიზმის განვითარების ცენტრი "ნიუკასი" საქართველოს გიდების ასოციაციასთან ერთად ახორციელებს პროექტს  " ტურისტული გიდების სტანდარტიზაცია საქართველოში".  აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ამ პროფესიის პოპულარიზაციას, სათანადო საკანონმდებლო დაცვის მექანიზმების შემუშავებასა და გიდების სართაშორისო ასოციაციების  ფედერაციასთან ინტეგრაციის პროცესს.

"ნიუკასი" გთავაზობთ სასერტიფიციკაციო ტრეინინგ-კურსებს გიდის და ტურ-მენეჯერის პროფესიის  შესასწავლად.