აბასთუმანი — დაბა სამხრეთ საქართველოშისამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ოცხის ხეობაში, ადიგენიდან 25 კმ-ზე,ახალციხიდან 28 კმ-ზე. აბასთუმანში არის ტუბსანატორიუმები, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, კულტურის, განათლებისა და ჯანდაცვის ობიექტები.

ღირსშესანიშნაობები

  • აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია
  • XIX საუკუნის აბასთუმნის პარკი
  • ეკლესია “ახალი ზარზმა” (1899-1902).
  • "თამარის ციხე" (IX‐XI სს.)
  • ,,მელნისის ციხე” (განვით. შუა საუკუნეები)
  • "თამარის ხიდი" მდინარე ოცხეზე (IX‐XI სს.)
  • სამონასტრო კომპლექსი (განვით. შუა საუკუნეები)
  • ,,მახვილოს ციხე” (განვით. შუა საუკუნეები)
  • ეკლესია (XIX საუკუნე)
    • კურორტ აბასთუმანში მდებარე წმინდა პანტელეიმონ მკურნალის დედათა მონასტერს 2008 წლის 12 მარტს ხანძარი გაუჩნდა. მონასტერი განთავსებული იყო რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ძმის, უფლისწულ გიორგის მიერ აგებულ XIX საუკუნის ხის სასახლეში. გიორგი თავად ცხოვრობდა ამ სასახლეში რამდენიმე წლის განმავლობაში და აქვე გარდაიცვალა 1899 წლის 28 ივნისს. ცეცხლი შენობის სახურავს და მონასტრის მიმდებარე ტერიტორიას უცებ მოედო. ხანძარი იმდენად დიდი იყო და ისე სწრაფად გავრცელდა, რომ საშიშროება შეექმნა დასახლებულ პუნქტს. ადიგენისა და ახალციხისსახანძრო სამსახურმა მოახერხა ხანძრის ლოკალიზება; მათთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობდა, საკუთარი ძალებითაც დახმარებოდა მეხანძრეებს. ხანძრის შედეგად მონასტრის უმეტესი ნაწილი სრულიად დაიწვა. ხანძრის გაჩენის მიზეზი, როგორც ვარაუდობენ, ძველი ბუხრის დაზიანებული ყელი უნდა ყოფილიყო.[3]
    • 2009 წლის ივნისში, აბასთუმანში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიაში სარესტავრაციო სამუშაოების დროს შუასაუკუნეების უნიკალური ფრესკა აღმოჩნდა, რომელიც XIV საუკუნით თარიღდება. სპეციალისტებმა, ტაძრის დასავლეთ ნაწილის აღდგენისას აღმოაჩინეს კედლის მხატვრობა, რომელზედაც გამოსახულია მაცხოვრის ნათლობის სცენა, ღვთისმშობელი, მეუდაბნოე მამები და საშინელი სამსჯავრო. ტაძრის აღდგენის სარესტავრაციო სამუშაოები 2008 წელს დაიწყო.[4]