ტრეინინგის შესახებ
კულტურული ტურიზმის გიდი – ეს გახლავთ ტურიზმის აკადემია ნიუკას– ის საავტორო პროფესიული მომზადების პროგრამა, რომელიც ხორციელდება 2005 წლიდან, ხოლო 2024 წელს პროგრამამ მოიპოვა სახელმწიფო აღიარება.
პრგორამის ხანგრძლივობაა 3 თვე და მოიცავს თეორიულ სწავლებას კვირაში 3 დღის მანძილზე, საღამოს საათებში. კვირა დღეები ეთმობა პრაქტიკულ სასწავლო გასვლებს თბილისსა და რეგიონებში. ყოველ გასვლას წინ უძღვის მარშრუტისა და შემავალი ობიექტების თეორიული განხილვა და დამუშავება, რათა მაქსიმალური ეფექტურობით მოხდეს ინფორმაციის ათვისება.
პროგრამა მოიცავს ტრანსპორტირების ხარჯებს რეგიონებში გასვლის დროს. ლექციების, სემინარებისა და პრაქტიკული გასვლების პარალელურად, პროგრამა მოიცავს იმიტაციურ სავარჯიშოებს, რათა მსმენელებმა პრაქტიკულად აითვისონ გიდის პროფესიის რეალური მახასიათებლები და შეძლონ ცოდნისა და უნარების დემონსტრირება გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მიერ აკრედიტირებულ ტრენერებთან, გამოცდილებისა და რეკომენდაციების მისაღებად.
პროგრამაში ჩართულია ყველა ის საბაზისო თემატიკა, რაც ესაჭიროება კულტურული ტურიზმის გიდს, რომ შეიძინოს ცოდნა-უნარები ახალი პროფესიული საქმიანობის დასაწყებად. ასევე, პირველადი გადაუდებელი დახმარების სწავლის შედეგის სწავლება განხორციელდება წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ.
პროგრამა დასრულდება ტურის დაგეგმარების პრეზენტაციით, საერთო წერილობითი ტესტირებით და პრაქტიკული საფეხმავლო ტურის გამოცდით, რომლის შეფასებასაც განახორციელებენ პროგრამის განმახორციელებლები. პროფესიული მომზადების პროგრამის დასრულების შემდეგ, გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.
მსმენელებს, აგრეთვე შეეძლებათ პირველადი გადაუდებელი დახმარების სერტიფიკატის მიღება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისგან.