• ენის არჩევა:
  • EN
  • GE
  • RU
ტური რაჭაში

ტური რაჭაში

კულტურული; სამთო; გასართობი

თბილისი - ნაქერალას უღელტეხილი-შაორის წყალსაცავი-ნიკორწმინა-ონი-ღები-უწერა-შოვი-ქუთაისი-მცხეთა-თბილისი

  • მანძილი686 კილომეტრი
  • ხანგძლივობა3 დღე
  • All Inclusive
  • tours
  • tours
  • tours
  • tours
  • tours

ტურის შესახებ

რაჭა - ეს გახლავთ საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მთიანი კუთხე, რომელიც გამორჩეულია თავისი ბუნებითა და ისტორიით, სტუმართმოყვარე ხალხით, კერძებითა და, რა თქმა უნდა, ღვინით. რაჭული ხვანჭკარა ქართველებისთვის ერთ-ერთი  გამორჩეული და საყვარელი ღვინოა. იგივე შეიძლება ითქვას თვითონ რაჭაზეც.

მთის წვერებზე აღმართული სალოცავები, ტაძრები, დედა-ბუნების უნიკალური ქმნილებები, სუფთა ჰაერი და ძალზე დადებითი ატმოსფერო ყველას სასიამოვნოდ განცვიფრებულს ტოვებს და  იძლევა იმის გარანტიას, რომ თქვენ აუცილებლად მოგინდებათ რაჭაში ხელმეორედ სტუმრობა.

მარშრუტში, აგრეთვე შესაძლებელია ჯომარდობისა და სამთო-საფეხმავლო პროგრამების დამატება მდინარე რიონის სათავეებთან.

ტური აგრეთვე ითვალისწინებს საქართველო სამი უძველესი ქალაქისა და დედაქალაქების, ულამაზესი მცხეთის, თბილისისა და ქუთაისის დათვალიერებას.

შეიძინეთ ტური ონლაინ

შეიძინეთ ტური ონლაინ

  • ღირებულება 1 პერსონაზე1858 GEL
  • ჯამი 1858.00 GEL

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით